ტურინის „იუვენტუსის“ აქციონერთა ნაწილმა პაველ ნედვედი გააკრიტიკა. მიზეზი ის გახდა, რომ ვეტერანი ჩეხი, რომელიც კლუბის ვიცე-პრეზიდენტია, ხშირად სტადიონზე ემოციებს ვერ იკავებს და აქციონერების აზრით, ეს კლუბის იმიჯს ლახავს.
„ასეთ პრესტიჟულ როლში ვერ ვიმუშავებ მხოლოდ იმიტომ, რომ პრეზიდენტის მეგობარი ვარ, არა მგონია, რომ ეს აქციონერებმა დაუშვან. მე ყოველთვის ვგრძნობ პასუხისმგებლობას, ძალიან ძალიან.
რაც შეეხება ჩემს ქცევებს, გეთანხმებით ზოგჯერ ჩემი საქციელი კრიტიკას იმსახურებს, მაგრამ ეს ჩემი ხასიათის ნაწილია. ყოველთვის ყველაფერს გავიღებ კლუბისთვის და ყოველთვის მის სასიკეთოდ ვმოქმედებდი და ამას გავაკეთებ ბოლო დღემდე, სანამ აქვ ვარ. თქვენი სიტყვების მოსმენა მტკივნეულია, მაგრამ არასდროს შევიცვლები, ჩემს საქმეს მაქსიმალური ერთგულებით ვასრულებ“, – თქვა ნედვედმა.
ჩეხი ანდრეა ანიელიმაც დაიცვა და მოკლე რეპლიკა გააკეთა: „გუნდში ისეთი ადამიანის ყოლა, როგორიც პაველია, პრივილეგიაა“, – აღნიშნა მან.