მთავარი / სიახლეები / “ნანტთან” “იუვეს” ფედერიკო კიეზაც ვერ დაეხმარება

“ნანტთან” “იუვეს” ფედერიკო კიეზაც ვერ დაეხმარება

ტურინის „იუვენტუსის“ „ნანტის“ წინააღმდეგ მატჩში ფედერიკო კიეზა ვერ დაეხმარება. ფეხბურთელმა ვერ მოასწრო აღდგენა და ზედიზედ მეორე თამაშს გამოტოვებს. ის განაცხადში ვერ მოხვდა. ასევე განაცხადს მიღმაა პოლ პოგბა, რომელიც გუნდთან ერთად ვარჯიშობს, მაგრამ ჯერ მზად არაა.

„იუვეს“ განაცხადი „ნანტის“ წინააღმდეგ ასეთია:

მეკარეები: შჩესნი, პინსოლიო, პერინი

მცველები: დე შილიო, ბრემერი, დანილო, ალექს სანდრო, გატი, ბონუჩი, რუგანი

ნახევარმცველები: ლოკატელი, კუადრადო, კოსტიჩი, რაბიო, პარედესი, ფაჯოლი, ბარენეჩეა

თავდამსხმელები: ვლაჰოვიჩი, კინი, დი მარია, სულე, ილინგ-ჟუნიორი

შეგახსენებთ, რომ „ნანტისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 23 თებერვალს, თბილისის დროით 21:45 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …