ტურინის „იუვენტუსის“ შესახებ ლუჩანო მოჯიმ ისაუბრა და განაცხადა, რომ გუნდს სკუდეტოსთვის ბრძოლა შეუძლია. მოჯი დარწმუნებულია, რომ მასიმილიანო ალეგრი ტურინული გრანდის უპირატესობაა მილანელ კონკურენტებთან შედარებით.
„იუვენტუსმა“ „სასუოლოსთან“ კარგად ითამაშა, ვალიდური გუნდი იყო 3 მნიშვნელოვანი ელემენტის გამო: პირველი ბრემერია, დაუკომპლექტებელი დაცვის საყრდენი იყო. შემდეგ დი მარია, ცუდად თუ კარგად, თავისი თამაში ითამაშა, რადგან ეს შეუძლია. და, შემდეგ უნდა დავამატოთ ვლაჰოვიჩის მრისხანება, რომელიც ბურთს, როგორც კი მოიპოვებს, კარში ურტყამს. ის ფაქტი, რომ დუბლი შეასრულა, მნიშვნელოვანი მანიშნებელია. „იუვენტუსს“ შეუძლია კონკურენცია გაუწიოს „მილანს“ და „ინტერს“. ჩემი აზრით, „ინტერი“ უფრო კარგადაა დაკომპლექტებული, მაგრამ ვფიქრობ, „იუვეს“ უპირატესობა მასიმილიანო ალეგრია. ეჭვი არ მეპარება, რომ მაქსი ბევრს გააკეთებს და კარგად იმუშავებს. მას შარშან არ ჰყავდა კონკურენტუნარიანი გუნდი, წელს შეიძლება ჰყავდეს“, – თქვა მოჯიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ს მეორე ტურში 22 აგვისტოს, გენუის „სამპდორიას“ ესტუმრება.