ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ განაცხადა, რომ მასიმილიანო ალეგრის დაბრუნება ტურინული კლუბისთვის საუკეთესო არჩევანი იყო.
“არსებობდა შანსი, რომ ზიდანი „იუვენტუსში“ დანიშნულიყო, მაგრამ ალეგრის ვარიანტი საუკეთესო იყო, მას აქვს გამოცდილება, იცნობს გარემოს. მას შეუძლია ზოგიერთ ფეხბურთელს პროგრესში დაეხმაროს, მაგალითად, პაულო დიბალას“, – თქვა მოჯიმ.