ტურინის „იუვენტუსის“ თამაში „სამპდორიასთან“ ლუჩანო მოჯიმ შეაფასა და განაცხადა, რომ კრიტიკას არა თავდამსხმელები, არამედ ნახევარმცველები იმსახურებენ.
„სასუოლოსთან“ ყველაფერი მარტივი იყო, რადგან „ნეროვერდი“ არის გუნდი, რომელიც თამაშის საშუალებას გაძლევს. გასულ სეზონთან შედარებით განსხვავება გოლებში იყო. „სამპდორიას“ კი მაღალი პრესინგი ჰქონდა და „იუვეს“ უჭირდა საჯარიმოდან გამოსვა. ისიც უნდა ვთქვათ, რომ „სამპდორია“ იმაზე კარგი გუნდია, ვიდრე გონიათ, „ატალანტასთან“ დაუმსახურებლად წააგო. „ბიანკონერიმ“ ფორმის ნამდვილი რეგრესი აჩვენა. ნახევარდაცვაში სერიოზული პრობლემებია, ვლაჰოვიჩი ბურთს არც შეხებია. თუმცა, სერბის თამაში ზუსტად ამიტომ არ უნდა შევაფასოთ, რადგან მას გუნდმა ვერ შეუქმნა სათამაშო პირობები. კრიტიკა ნახევარდაცვაზე უნდა იყოს მიმართული“, – თქვა მოჯიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ ორ ტურში 4 ქულა აქვს და მომდევნო მატჩს 27 აგვისტოს, შინ „რომასთან“ გამართავს.