ალვარო მორატამ ჯერჯერობით არ იცის, სად ითამაშებს მომდევნო სეზონში. ესპანელი „ატლეტიკოს“ საკუთრებაა, „იუვენტუსში“ ის იჯარით თამაშობდა. როგორც იტალიური მედია წერს, მასიმილიანო ალეგრის მორატას შენარჩუნება სურს, მაგრამ თვითონ ფეხბურთელისთვის ჯერ არაფერია ცნობილი.
„არ ვიცი, რა იქნება მომავალში, მაგრამ ბოლო 6-7 ზაფხულთან შედარებით ყველაზე მშვიდად ვარ. ველოდები, რომ ჩემი აგენტი დამირეკავს და მეტყვის, სად ვითამაშებ. ჩვენ მადრიდში სახლი გვაქვს, სადაც მე ძალიან კარგად ვგრძნობ თავს“, – თქვა მორატამ.
შეგახსენებთ, რომ ესპანელმა ფორვარდმა გასულ სეზონში 44 მატჩში 20 გოლი გაიტანა და 12 საგოლე პასი მიითვალა.