ალვარო მორატამ „იუვენტუსი“ დატოვა და ესპანელმა ფორვარდმა სოციალურ ქსელში ძალიან ემოციური გამოსამშვიდობებელი ვიდეო და წერილი გამოაქვეყნა.
„ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ამბავი იყო ის, რომ მქონდა შესაძლებლობა ეს მაისური ჩამეცვა, მაგრამ კიდევ უფრო მეტად ის ფაქტი, რომ მქონდა შანსი მეჩვენებინა ჩემი შვილებისთვის რას ნიშნავს „იუვენტუსი“, როგორც ცხოვრების სტილი და ეს არის ის, რაც მათ გულებში ყოველთვის იქნება. ედოარდო ტურინში დაიბადა და ამით ვამაყობ.
მადლობა ჩემს ყველა თანაგუნდელს, პერსონალს, დირექტორებს, ფიზიოთერაპევტებს, ექიმებს, ყველა ადამიანს, ვინც, ჩვენთვის კულისებში მრავალი საათის განმავლობაში მუშაობს. მთელი გულით მადლობას გიხდით, თქვენ ბრწყინვალე ადამიანები ხართ. გულშემატკივრებს დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის და ერთი რამ ცხადია: მე ყოველთვის მთელი ჩემი ძალით ვიცავდი ამ მაისურს და ყოველთვის იუვენტინო ვიქნები. მადლობა ყველაფრისთვის, Fino Alla Fine!“, – დაწერა ალვარომ.
შეგახსენებთ, რომ ალვარო მორატა „იუვენტუსში“ 2014-2016 და 2020-2022 წლებში თამაშობდა და ჯამში ჩატარებულ 185 შეხვედრაში 59 გოლი გაიტანა.
View this post on Instagram