ტურინის „იუვენტუსის“ 19-წლამდე გუნდი ფლორენციის „ფიორენტინასთან“ შესაბამის ასაკობრივ გუნდთან 1:5 დამარცხდა, რამაც მთავარი მწვრთნელი პაოლო მონტერო ძალიან გააბრაზა. როგორც მან თქვა, ეს პირველ გუნდში რომ მომხდარიყო, ერთი თვე სახლიდან ვერ გავიდოდნენ.
„შენ „იუვე“ ხარ და ამ მაისურით საჭიროა ყოველთვის გამარჯვება. მტკივნეულია აქ ასე წაგება. 3:1-ზე კარგი თამაში იყო, მაგრამ საბოლოოდ 5 გოლი გავუშვით. ეს ყველაფერი პირველ გუნდში რომ მომხდარიყო, ერთი თვე სახლიდან ვერ გავიდოდით, თუმცა, შესაძლოა ეს წაგება სასარგებლო იყოს, რადგან ზოგჯერ გამარჯვებას გაკვეთილის სწავლა სჯობს. ეს პირველ გუნდში რომ მომხდარიყო, კატასტროფა იქნებოდა, აქ მეორე ადგილი კრახია. ფეხბურთელები შედეგებთან ერთად იზრდებიან, ამ მაისურით უნდა გაიზარდო, მზად უნდა იყო 23-წლამდე და პირველი გუნდისთვის.
მშვიდად უნდა ვიყოთ, მაინც მგონია, რომ გუნდი ძლიერია, 2005 და 2004-წლიანი ბავშვები გვყავს. ჩემი შვილი? ბედნიერი ვარ, საამაყოა, რომ ჩემს შვილს ვინოვოზე ვხედავ. კვირას მისი თამაშის სანახავად წავალ“, – თქვა მონტერომ.
აქვე გეტყვით, რომ პაოლო მონტეროს შვილი „იუვენტუსის“ 16-წლამდე გუნდში ჩაირიცხა.