ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ფაბიო მირეტიმ იტალიურ მედიას ინტერვიუ მისცა. როგორც მან თქვა, „იუვეში“ მოხვედრით ოცნება აუხდა, მაგრამ ახლა მთავარ გუნდში საბოლოოდ დამკვიდრება და ადგილის მოპოვება მის გზის ყველაზე რთული ნაწილია.
„იუვენტუსის“ გასახდელში შესვლას გულშემატკივრად შესვლის ეფექტი აქვს. ბავშვობიდან გუნდში ლიდერი ვიყავი, ახალგაზრდულ გუნდში რამდენიმე წელი კაპიტანი ვიყავი, ეს შინაგანად მაქვს. ალბათ, უცხოეთში ახალგაზრდებს უფრო მეტად ენდობიან, მაგრამ ცოტას არ აქ ვთამაშობთ. სკალვინი მომწონს, ძალიან ძლიერია.
ჩვენ „იუვე“ ვართ და მაქსიმუმზე უნდა ვიმუშაოთ. ეს არის პასუხისმგებლობის საკითხი. ვიცით, რომ ტრავმირებული ფეხბურთელები, რომ დაბრუნდებიან, ჩვენს დახმარებას შეძლებენ, მაგრამ ვინც მანამდე მოედანზე გადის, პასუხისმგებლობა ეკისრება. ჩვენ „იუვე“ ვართ და უნდა მოვიგოთ.
მარკიზიო გასულ წელს პიცერიის წინ ვნახე. ცოტა ხანი ვისაუბრეთ და ახალგაზრდულ ლიგაში თამაშის შემდეგ რამდენიმე მესიჯი მომწერა. ის ამოსავალი წერტილია, რადგან აკადემიაში რომ მოვხვდი, მარკიზიო ყველასთვის მაგალითი იყო. მე მოვახერხე მის მსგავსად აკადემიიდან მთავარ გუნდში მოხვედრა და ახლა ყველაზე რთული ნაწილი იწყება.
ჩემი შეყვარებული? ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვართ. ის ჩემი მშობლების სახლთან ცხოვრობს. მართვის მოწმობის აღებამდე რთული იყო ერთმანეთის ნახვა, მაგრამ შარშანდელის მერე კვირაში 3-4-ჯერ ერთმანეთს ვნახულობდით. ახლა ტურინში მატარებლით ჩამოდის და ერთმანეთს ხშირად ვნახულობთ.
ბავშვობაში ჩემი კუმირი ნედვედი იყო, არ ვიცი, რატომ. პატარა ვიყავი და „იუვენტუსის“ თამაშებს ვუყურებდი და ის ძალიან ძლიერი იყო. ახლა ყველაზე მეტად დე ბრუინი მომწონს. მომწონს მისი მოედნის ხედვა და მისით შთაგონებული ვარ“, – თქვა მირეტიმ.