ცნობილმა იტალიელმა მსახიობმა, მიკელე პლაჩიდომ, რომელმაც სახელი კორადო კატანის როლის შესრულებით გაითქვა, „იუვენტუსის“ შესახებ ისაუბრა.
პლაჩიდო „იუვეს“ ტიფოზია და მან Tuttosport-თან სხვადასხვა თემებზე ილაპარაკა, მათ შორის, პაულო დიბალასა და ჯორჯო კიელინიზე.
„ძალიან მომწონს ჯაკომო რასპადორი. ის ჩემი ფავორიტია დიბალას შემცვლელთა შორის, იდეალურია „იუვეს“ სტილისთვის. ძანიოლოც მომწონს, მე, როგორც იუვენტინოს, ყოველთვის იტალიელები მირჩევნია.
კიელინი? მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია ჯორჯოსთვის: მადლობა, მადლობა, მადლობა. მებრძოლი, რომელმაც „იუვესთვის“ ძალიან ბევრი გაიღო. ჩემი აზრით, ის გუნდში მომდევნო სეზონშიც უნდა დარჩეს, ახალი ციკლის დაწყებისთვის ის საჭიროა, გუნდს სათადარიგო სკამიდანაც დაეხმარება, როგორც მეორე მწვრთნელი, გასცემს რჩევებს, შეუძლია მოედანზე თავი კარგად იგრძნობს. მე მას კინოშიც წავიყვანდი, ჭკვიანი ბიჭია, ჩემს სტაფში მრჩევლად ან მოტივატორად იქნებოდა და სხვა მსახიობებს დამუხტავდა.
დიბალა? ვწუხვარ, რომ ყველაფერი ასე დასრულდა, ძალიან მომწონდა, მაგრამ ეს სწორი გადაწყვეტილებაა. „ინტერში“ მისი წასვლა? სამწუხარო იქნება, თუმცა, ესეც სწორია, რადგან დიბალასნაირი ფეხბურთელი ნებისმიერ კლუბში ვერ წავა, „ინტერი“ კი პრესტიჟული კლუბია. ალეგრი? მე მას შევინარჩნებდი, ალეგრი ძალიან კარგი მწვრთნელია“, – თქვა პლაჩიდომ.