მთავარი / სიახლეები / მარჩელო ლიპი “იუვენტუსზე”, კიელინიზე, კიეზაზე, ვლაჰოვიჩსა და სხვა თემებზე…

მარჩელო ლიპი “იუვენტუსზე”, კიელინიზე, კიეზაზე, ვლაჰოვიჩსა და სხვა თემებზე…

ტურინის „იუვენტუსისა“ და იტალიის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ Tuttosport-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც ბევრ თემაზე ისაუბრა. დიალოგი იტალიის თასის ფინალით დაიწყო, შემდეგ კი ზოგადად, „იუვეს“ შესახებ გაგრძელდა. ლეგენდარულმა მწვრთნელმა ბევრი საინტერესო რამ თქვა…

– რა არის რაღაც განსაკუთრებული „იუვენტუსსა“ და „ინტერს“ შორის?

– ეს არის იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთი უდიდესი კლასია, როგორც „იუვენტუსი“-„მილანი“ და „მილანი“-„ინტერი“. ეს განსაკუთრებული მატჩია, რადგან ფინალია, როგორც „იუვენტუსსა“ და „მილანს“ შორის იყო 2003 წელს მანჩესტერში. ის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი თამაში იყო, რადგან სასწორზე ჩემპიონთა ლიგა იდო, მაგრამ ესეც უმაღლესი დონის მატჩია.

– რომის „სტადიო ოლიმპიკო“ თქვენთვის კარგ მოგონებებთან ასოცირდება…

– რა თქმა უნდა. „იუვემ“ ბოლო ჩემპიონთა ლიგა, 1996 წელს სწორედ რომში მოიგო. საოცარი გზის დასაწყისი იყო, რადგან ზედიზედ სამჯერ გავედით ჩემპიონთა ლიგის ფინალში 1996, 1997 და 1998 წლებში. ამავდროულად, ხუთი სკუდეტო, ერთი იტალიის თასის, საკონინენტთაშორისო თასი და ევროპის სუპერთასი მოვიგეთ. ფანტასტიკური ციკლი იყო. გასაგებია, რომ სამი ფინალიდან ერთის მოგება ცოტაა, მაგრამ თუ ფინალში ზედიზედ სამი სეზონი გადიხარ, ეს ნიშნავს, რომ სამი წლის განმავლობაში ევროპის ყველა მოედანზე იმარჯვებდი და ეს ცოტა არაა.

– თქვენ სხვა ბევრი ფინალიც მოიგეთ, მათ შორის, მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერლინში. როგორ ემზადებიან ფინალისთვის?

– არ ემზადებიან, ავტომატურად ხდება. ფინალში გასვლა თავისთავად ნიშნავს, რომ რაც უნდა იყოს, სამი-ოთხი თვის ან ერთი წლის განმავლობაში ყველა მეტოქე დაამარცხე. წინააღმდეგ შემთხვევაში ფინალში არ იქნებოდა. და, გუნდი, რომელმაც ყველა დაამარცხა, იღებს თავდაჯერებას, თავმოყვარეობას, იცის, საქმის მნიშვნელობა, იცის, რა გააკეთოს და ე.ი. უკვე მზადაა. უბრალოდ ფინალში მოედანზე უნდა გახვიდე და გაიმარჯვო.

– როგორ მოხვდა „იუვე“ ამ ფინალში?

– ეს იმის დამსახურებაა, რომ გუნდმა სეზონის მეორე ნახევარში მოუმატა. ალბათ, წელს „იუვე“ არ იყო სკუდეტოს გუნდი და ვერც მოიგო, იქნებ მომდევნო სეზონში გახდეს. თუმცა, ეს არის გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა და თუ თასსაც მოიგებს, უკვე კარგი შედეგი იქნება.

– „ინტერი“ დუბლისთვის იბრძვის, „იუვენტუსს“ ბოლო შანსი აქვს, რომ სეზონი ტიტულის გარეშე არ დაასრულოს. ეს გამოიწვევს მღელვარებას?

– „იუვენტუსში“ არასდროსაა შიში და მღელვარება, იქ არავინ ნერვიულობს. ალბათ, ნანობენ, რომ სკუდეტოსთვის ვერ იბრძოლეს, ეს უფრო კარგი იქნებოდა, ვიდრე უბრალოდ მეოთხე ადგილის დაკავება. თუმცა, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაც კარგია. „იუვენტუსი“ შეჩვეულია ფინალებს, ამიტომ, არანაირი მღელვარება და შფოთვა გუნდში არ იქნება.

– როგორ თამაშს ელით?

– ტექნიკურ დონეზე მეტ-ნაკლებად თანაბარი დონის გუნდი არიან, შესანიშნავი მწვრთნელებით. თანაბარი მატჩი იქნება, შეიძლება ტრივიალურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ორივე გუნდში არიან მოთამაშეები, რომლებსაც ნებისმიერ დოს შეუძლიათ მატჩის ბედის გადაწყვეტა. ვნახოთ, ამის უნარი ვის აღმოაჩნდება.

– ცოტა ხნის წინ ანდრეა ანიელიმ განაცხადა, რომ ვლაჰოვიჩი, დე ლიხტი, კიეზა და ლოკატელი არის ოთხი ფეხბურთელი, რომლებშიც „იუვემ“ ინვესტიცია ჩადო და მომავალს მათ გარშემო ააგებს. სწორია ამ ფეხბურთელებზე დაყრდნობა ახალი წარმატებული ციკლის შესაქმნელად?

– ანდრეა ანიელი მართალია. ოთხივე შესანიშნავი ახალგაზრდა ფეხბურთელია. მსოფლიოში ნებისმიერმა კლუბმა უნდა შექმნას აღდგენის ან აშენების პროცესი და ამ ტიპის ფეხბურთელებზე უნდა გააკეთოს აქცენტი: ახალგაზრდა, ტექნიკურად მაღალი დონის მოთამაშეები, რომელთაც ძლიერი ხასიათიც გააჩნიათ.

– რა შთაბეჭდილება დატოვა ვლაჰოვიჩმა თქვენზე „იუვენტუსში“ გატარებულ ამ პირველ თვეებში?

– ძალიან კარგი. ის არის ფეხბურთელი, რომელიც ნებისმიერ მომენტში თითქოს სწორად თამაშობს. გუნდს საკუთარ თავს სთავაზობს, ახალ თანაგუნდელებთან შეთამაშებას ცდილობს. მას შესანიშნავი თვისებები აქვს.

– თუ ვლაჰოვიჩი, დე ლიხტი, კიეზა და ლოკატელი ახალგაზრდები არიან, მირეტი ძალიან ახახლგაზრდაა. რას ფიქრობთ მასზე?

– მას არ ვიცნობდი, მაგრამ ძალიან მომეწონა. არ გამიკვირდა, რომ „ვენეციასთან“ მატჩის შემდეგ „ჯენოასთან“ ისევ ძირითად შემადგენლობაში იყო. არ მიკვირს, რომ ალეგრი მასზე კარგად საუბრობს.

– მასში განსაკუთრებით რა მოგეწონათ?

– მოწესრიგებულად თამაშობს, ვერტიკალურ ფეხბურთს. ეს ორი რამ არის, რაც ძალიან მომეწონა.

– კიელინის დამშვიდობების მომენტი ახლოვდება. როგორც უნდა შეიცვალოს ასეთი ფეხბურთელი მოედანზე და ასეთი კაცი გასახდელში?

– არ ვიცი, ჯორჯო რას გააკეთებს, არც ჩემს შვილთან მილაპარაკია (დავიდე ლიპი კიელინის აგენტია). უბრალოდ ვიტყვი, რომ თუ წავა, გული დამწყდება, რადგან ძალიან მომწონს მისი თამაშის ყურება. იმიტომ, რომ როცა მოედანზე შედის, ვხედავ ფიგურას, რომელიც მთლიანად შეესაბამება გუნდის მენტალობას, იგივე ითქმის ეროვნულ ნაკრებზეც. ამიტომ, მინდა, რომ რაც შეიძლება დიდხანს ითამაშოს. ასეთი ფეხბურთელები მწვრთნელებისთვის ბედნიერებაა. გამიმართლა, რომ ამ ტიპის მოთამაშეები რამდენიმე მყავდა და ტიტულებიც ერთად მოვიგეთ.

– სხვათა შორის თქვენი ფეხბურთელებიდან ბევრი მწვრთნელი გახდა. ერთ-ერთი ბოლო იგორ ტუდორია, რომლის „ვერონას“ შესანიშნავი სეზონი აქვს. რას ფიქრობთ მასზე?

– ამ სეზონში მას ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად მივიჩნევ. ბევრი კარგი მწვრთნელი იყო, იტალიანო, დიონიზი, ძანეტიც, რომელიც მოხსნეს, სხვებიც. ტუდორმა გუნდი მენტალიტეტით ააშენა, სიმტკიცით, მონდომებით, თამაშის ორგანიზაცია იგრძნობა, შეტევაში დიდი წნეხით თამაშობენ. მის ხელში ძალიან კარგად ათამაშდნენ კაპრარი, ბარაკი, სომეონე. ასე რომ, იგორს ვულოცავ ასეთ კარგ სეზონს.

– ელოდით, რომ ამ დონეზე იმუშავებდა?

– ჩემი ფეხბურთელი იყო დეშამი, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, როგორც ფეხბურთელი, ისე მწვრთნელი. იგივე კონტე, რომელმაც ყველაფერი მოიგო და როგორ შეიძლება არ ველოდე ამ დონეზე ჩემი ყოფილი ფეხბურთელების კარგად მუშაობას? ბევრი ფეხბურთელი მყავდა, რომლებიც შემდეგ მაღალი დონის მწვრთნელები გახდნენ.

– „იუვენტუსის“ ბევრი ტიფოზი აკრიტიკებს ალეგრის, მიუხედავად იმისა, რომ მან ბევრი ტიტული მოიგო. იცით, რატომ?

– არა. სკუდეტოები მან წარსულში მოიგო, მაგრამ ალეგრის მსგავს მწვრთნელზე დისკუსია არ შეიძლება. მე ცოტა ხნის ვთქვი, რომ ალეგრის შეუძლია დიდებული ფეხბურთელების ძალიან კარგად მართვა, მაგრამ ამ „იუვენტუსს“ რამდენიმე მაღალი დონის ფეხბურთელი აკლია.

– დი მარიას, ძანიოლოს და რასპადორის შორის, რომელს შეუძლია ყველაზე მეტად ხარვეზების შევსება?

– მე არასდროს ვაფასებ შესაძლო ტრანსფერებს, ამიტომაც, ახლაც თავს შევიკავებ.

– მხოლოდ ტექნიკურ ასპექტებზე ვთქვათ, ბაზრის მიუხედავად. რას ფიქრობთ ძანიოლოსა და რასპადორიზე?

– კარგი ახალგაზრდები არიან, თუმცა, არ არსებობს გუნდი, რომელსაც ყველა კარგი ახალგაზრდის შეძენა შეუძლია, თუ გუნდში 45 ფეხბურთელის ყოლა არ სურს. თითოეული კლუბი აკეთებს არჩევანს და ყიდულობს იმას, ვინც ურჩევნია.

შემთხვევითი სიახლე

როველა გვარდიოლას მოსწონს – ვითარება “იუვეს” ნახევარდაცვაში და პერსპექტივები

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ნიკოლო როველა მიმდინარე სეზონს იჯარით „მონცაში“ ატარებს, თუმცა, ის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული …

“იუვენტუსი” 6 დეკემბერს შეიკრიბება, ორი ამხანგური მატჩიც დაიგეგმა

ტურინის „იუვენტუსი“ მსოფლიოს ჩემპიონატით გამოწვეულ თვესა და 3 კვირას გამოიყენებს და შეკრებას გაივლის, რომლის ფარგლებში …