ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა, მარჩელო ლიპიმ, Sky Sport-თან ინტერვიუში გაიხსენა ამბავი, თუ როგორ გახდა ალესანდრო დელ პიერო ტურინის იუვენტუსის კაპიტანი.
“ერთხელ, იმისთვის, რომ გადამეწყვიტა ვინ მიიღებდა კაპიტნის სამკლაურს, გასახდელში ჩავატარე რეფერენდუმი და ვთხოვე თითოეულ ჩემს მოთამაშეს ფურცელზე დაეწერა იუვენტუსის შესაფერისი კაპიტნის სახელი. 25-დან 22 ბარათზე ალექსის სახელი ეწერა“.
„იმ მომენტში კარზე კაკუნი გაისმა, გავაღე და ჯანი ანიელი იყო. ის ყველას მიესალმა და თქვა: “ძვირფასო მარჩელო, ვიცი, რომ თქვენ გამოკითხვას ატარებთ თუ ვინ იქნება კაპიტანი, მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის საჭირო, რადგან ახალი კაპიტანი ალესანდრო დელ პიერო იქნება”.
„გავუღიმე და ვუპასუხე: „ანიელი, ნახე რა სახელს ვწერ დაფაზე“. ცარცი ავიღე და დელ პიერო დავწერე. ამ დროს ალექსი ყველას მოეხვია. ადვოკატს მიუბრუნდა და ძალიან თავდაჯერებულად უთხრა: “ვიცი, დიდ პატივს მცემთ. გპირდებით, რომ ამ გუნდს პატივისცემით ვუხელმძღვანელებ, სანამ თქვენ გსურთ.”
“ანიელიმ გაუღიმა და სუსტი ხმით უპასუხა: “შვილო, შენ კიდევ მრავალი წელი უკაპიტნებ ამ გუნდს. მჯერა, როცა ამას შეწყვეტ, მე აღარ ვიქნები, მაგრამ იცოდე, რომ ყოველთვის გიყურებ.