„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელ ანტონი მარსიალს „იუვენტუსს“ აქტიურად უკავშირებენ. ფრანგი ფეხბურთელი ინგლისური კლუბის დატოვებას ცდილობს, „იუვე“ კი შეტევის გაძლიერებას.
იტალიური მედიის ცნობით, კლუბსა და ფეხბურთელის აგენტს შორის მოლაპარაკებები უკვე შედგა და ახლაც გრძელდება. მომდევნო კვირაში კი კლუბებს შორის კონტაქტია დაგეგმილი.
„იუვენტუსი“ მზადაა ფეხბურთელის ხელფასი გადაიხადოს, მაგრამ იჯარის ფასის შემცირებას ცდილობს. მარსიალის აგენტმა უკვე ფაადასტურა, რომ მის კლიენტს კლუბის დატოვება უნდა, ხოლო ფეხბურთელი თანახმაა „იუვეში“ გადავიდეს.
ყველაფერი უახლოეს დღეებში უნდა გაირკვეს, რადგან სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ორ კვირაზე ნაკლები დრო რჩება. შეგახსენებთ, რომ მარსიალი „მანჩესტერში“ 2015 წლიდან თამაშობს და 268 მატჩში 79 გოლი აქვს გატანილი.