მთავარი / სიახლეები / მარკიზიო: “იუვეს” შეუძლია მომავალს პოზიტიურად შეხედოს”

მარკიზიო: “იუვეს” შეუძლია მომავალს პოზიტიურად შეხედოს”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა კლაუდიო მარკიზიომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „იუვეს“ ბოლო დროინდელი მატჩებიდან გამომდინარე მომავალზე პოზიტიურად ყურება შესაძლებელია.

„იუვე“ შესვენებაზე გავიდა და შეუძლია მომავალს პოზიტიურად შეხედოს. ჩემპიონთა ლიგა დიდ იმედგაცრუებად რჩება, მაგრამ ეს უკვე წარსულია. აწმყო კარგია ზედიზედ მოპოვებული გამარჯვებებით, მზარდი გუნდის კარგი ფიზიკური/მენტალური ასპექტით. ახალი წლიდან შესაძლებელი იქნება სრულ შემადგენლობაზე დაყრდნობა, რომელიც იტალიაში საუკეთესოა. „ნაპოლი“ კი ამ დრომდე თითქოს ცალკე ლიგაში თამაშობს და ყველა ასპექტით საუკეთესო გუნდია იტალიასა და ევროპაში საუკეთესოებს შორისაა“, – დაწერა მარკიზიომ.

შეგახსენებთ, რომ სერია A 2023 წელს განახლდება და „იუვენტუსი“ 4 იანვარს, სტუმრად „კრემონეზეს“ დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …