მთავარი / სიახლეები / მანჩინი: “შემადგენლობაში როტაცია იქნება, მაგრამ უნდა მოვიგოთ”

მანჩინი: “შემადგენლობაში როტაცია იქნება, მაგრამ უნდა მოვიგოთ”

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ უელსთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მისი გუნდი შეუტევს და მოსაგებად ითამაშებს.

„ბოლო 10 დღეში მესამე თამაში იქნება, წინა მატჩებმა დიდი ენერგია წაიღო და ზოგიერთი ფეხბურთელი ოდნავ დაიღალა, დასვენება სჭირდებათ და ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც რაღაცის შეცვლა შეგვიძლია იმის ცოდნით, რომ ჩვენი სათამაშო პროდუქტი დიდად არ შეიცვლება.

ვერატის თამაში შეუძლია. ნათელია, რომ არ არის ისეთ ოპტიმალურ ფორმაშია, როგორც ისინი, რომლებიც რამდენიმე კვირაა თამაშობენ, მაგრამ მისი ტექნიკური თვისებები უთამაშებლობას აანაზღაურებს. ვნახოთ, ძირითადში იქნება თუ არა, ჯერ არ არის გადაწყვეტილი. კიეზას შეტევაში ცენტრფორვარდის გარდა, ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში. ის ფლანგის ფეხბურთელია, შვეიცარიასთან ცოტა სხვა როლში გამოვიყენე, მაგრამ რეალურად მისი ფუნქცია განსხვავებულია.

გუნდისგან ვითხოვ, რომ თამაში ისე გააგრძელონ, როგორც აქამდე ყოველთვის თამაშობდნენ. იყვნენ შემტევები და ყველაფერი კარგად გააკეთონ, რადგან ეს მნიშვნელოვანი მატჩის. გვინდა მოვიგოთ და ჯგუფი ლიდერის პოზიციაზე დავასრულოთ. რთული იქნება იმ კუთხითაც, რომ ადრე ვთამაშობთ და ამინდი საკმაოდ ცხელი იქნება. ვნახოთ, რა მოხდება“, – თქვა მანჩინიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალიისა და უელსის ნაკრების მატჩი 20 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …