იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ „ინტერისა“ და „იუვენტუსის“ მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ორივე გუნდს შეუძლია გამარჯვება და ნებისმიერი შედეგის დაფიქსირება მოსალოდნელია.
„კარგი მატჩი იქნება, მაგრამ არმგონია გადამწყვეტი იყო, რადგან ჯერ კიდევ სეზონის დასაწყისია. გასაგებია, რომ „იუვე“, რომელიც სატურნირო ცხრილში უკანაა, გამარჯვებას უნდა ეცადოს, მაგრამ ამავე დროს ვფიქრობ, რომ „ინტერიც“ შესანიშნავად ითამაშებს. ასე რომ, ეს არის გამოწვევა, რომელიც ღიაა ნებისმიერი შედეგისთვის. „ბიანკონერიმ“ დაიწყო ქულების დაგროვება, მძიმედ, მაგრამ მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწიეს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ქულების მოპოვება ყველაზე მეტად სჭირდებათ. ინძაგის რაც შეეხება, ვფიქრობ, აქამდე საქმე კარგად გააკეთა.
იტალიელები მოედანზე? მათი მოედანზე ნახვა ყოველთვის მაბედნიერება, მაგრამ მაინც მგონია, რომ რაოდენობრივად ცოტაა, ვიდრე შეიძლება იყოს. ბარელა და ლოკატელი? ორი კარგი მოთამაშეა, ახალგაზრდები, რომლებსაც თავიანთი მომავალი ხელში აქვთ. მჯერა, რომ მრავალი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ფეხბურთელები იქნებაინ თავიანთი კლუბებისთვის და ეროვნული ნაკრებისთვის. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ ამ დონეზე თამაშობენ.
იტალია – შვეიცარია? ეს იქნება დაძაბული და ლამაზი მატჩი, რომელშიც ჩვენ გავიმარჯვებთ, რადგან კარგად ვითამაშებთ. იმედი მაქვს, რომ რომის სტადიონის გაზონი კარგ მდგომარეობაში იქნება“, – თქვა მანჩინიმ.
შეგახსენებთ, რომ „ინტერისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 24 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.