ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ განაცხადა, რომ „ინტერმა“ ბოლო წლებში წარმატებას იუვენტინოების, ჯუზეპე მაროტასა და ანტონიო კონტეს წყალობით მიაღწია.
მან ასევე „ინტერის“ ფანებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ისინი გამუდმებით წუწუნებენ.
„ინტერმა“ ბოლო ორი წლის განმავლობაში რაღაც მოიგო, მაგრამ ყოფილი ორი იუვენტინოს წყალობით – კონტესა და მაროტასი, რომლებმაც იციან, როგორ იმუშაონ სხვებზე უკეთ. ეს არის ის, რაც არსებითად შეიძლება ითქვას. მათ ბევრი ლაპარაკის გარეშე წესრიგი დაამყარეს ისეთ ადგილას, სადაც წესრიგი აშკარად არ იყო.
„ინტერის“ გულშემატკივრები „იუვეს“ ტიფოზებისგან განსხვავებით, ყველა წუწუნებს. ისინი ფიქრობენ, რომ ვიღაცაა დამნაშავე, ყოველთვის სხვას აბრალებენ ყველაფერს და საკუთარ თავს არაფერში ადანაშაულებენ”, – თქვა მოჯიმ.