ტურინის “იუვენტუსის” მცველი ლუკა პელეგრინი ვარჯიშზე დაშავდა და გუნდს გამოაკლდა. 23 წლის ფეხბურთელმა დაზიანება ალვარო მორატასთან შეჯახებისას მიიღო.
უკვე გადაწყვეტილია, რომ ლუკა 6 მაისს, “ჯენოასთან” მატჩში ვერ ითამაშებს, დანარჩენი კი მოგვიანებით გაირკვევა.
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ლუკა პელეგრინიმ “იუვეს” მაისურით ყველა ტურნირზე 19 მატჩი ჩაატარა.