ლეგენდარულმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ განაცხადა, რომ „მილანში“ სამუშაოდ იწვევდნენ, მაგრამ მაშინ „იუვენტუსს“ ედგა სათავეში და სხვაგან წასვლაზე არ უფიქრია.
„გალიანი „მილანში“ მიწვევდა. არკორეში ვისადილეთ ბერლუსკონისთან ერთად. ორ-სამჯერ მიმიწვიეს „მილანში“ სამუშაოთ, მაგრამ იმ დროს „იუვენტუსში“ ვიყავი და როცა „იუვეში“ ხარ, რთულია სხვაგან წასვლა.
იტალიის ნაკრები? სევდა და სიმწარეს იწვევს. ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხს ვერავინ იფიქრება. ნაკრებმა სამი წელიწადი დიდებული ფეხბურთი გვაჩვენა, ევროპის ჩემპიონატი მოიგო, მაგრამ ზედიზედ მეორედ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გავედით. იტალიურ ფეხბურთს კარგი დრო არ უდგას, ბევრი უცხოელი თამაშობს. როცა ეროვნულ ნაკრებს ვწვრთნიდი, ფეხბურთელების 65% იტალიელები იყო სერია A-ში, ახლა საპირისპირო სიტუაციაა. ამის მიუხედავად ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამარჯვებას ველოდით და სიმწარე დიდი იყო“, – თქვა ლიპიმ.
შეგახსენებთ, რომ მარჩელო ლიპი „იუვენტუსს“ 1994-1999 და 2001-2004 წლებში ავარჯიშებდა.