მთავარი / სიახლეები / ლეანდრო პარედესის ტრანსფერის გასაღები შეიძლება დენის ზაკარია იყოს

ლეანდრო პარედესის ტრანსფერის გასაღები შეიძლება დენის ზაკარია იყოს

მას შემდეგ, რაც „იუვენტუსს“ ადრიენ რაბიოს „მანჩესტერში“ ტრანსფერი ჩაეშალა, ლეანდრო პარედესის ტრანსფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

ტურინელებს არგენტინელი რეჯისტას გადაბირება ძალიან უნდათ, მაგრამ თუ კლუბი რომელიმე ნახევარმცველს ვერ გაასხვისებს, პარედესის დამატება შეუძლებელი იქნება. ამიტომაც, რაბიოს გაყიდვა პარედესის შეძენაზე პირდაპირ იყო მიბმული.

მეორე ვარიანტი არტურის გაშვებაა, რომელიც რაბიოს რადარ ტრანსფერზეა დაყენებული, მაგრამ ბრაზილიელი ნახევარმცველიც მაღალი ხელფასის გამო არავის უნდა.

ამის ფონზე Tuttosport-ი წერს, რომ პარედესის ტრანსფერის გასაღები შეიძლება დენის ზაკარია იყოს. შვეიცარიელი ტურინელებმა იანვარში 7 მილიონ ევროდ შეიძინეს და უკვე შეიძლება გაყიდონ. დენისით ბუნდესლიგის რამდენიმე კლუბი ინტერესდება. ზაკარია რაბიოს და არტურის მსგავსად ტრანსფერზე არაა დაყენებული, მაგრამ მასიმილიანო ალეგრის ურჩევნია ვესტონ მაკკენი შეინარჩუნოს და ზაკარიას შეელიოს, თუ სხვა გზა არ იქნება პარედესის ტრანსფერის გასაჩარხად.

იანვრიდან ზაკარიას „იუვენტუსში“ განსაკუთრებული ფეხბურთი არ უჩვენებია, მაგრამ არც ისე ცუდად თამაშობდა, როგორც არტური, რემზი და რაბიო წლების განმავლობაში. მიუხედავად ამისა, შვეიცარიელის გასხვისება „იუვეს“ შეიძლება პარედესის დასამატებლად მოუწიოს.

შემთხვევითი სიახლე

პოლ პოგბამ სირბილი დაიწყო

პოლ პოგბამ სირბილი დაიწყო. ეს მხოლოდ პატარა დადებითი სიგნალია მისი დაბრუნებისკენ, თუმცა ჯერ თამაშის დაწყებამდე …

მილიკმა ვარჯიში გამოტოვა და “მაკაბისთან” თამაში საეჭვოა

ტურინის „იუვენტუსს“ ჰაიფას „მაკაბისთან“ შესაძლოა არკადიუშ მილიკი ვერ დაეხმაროს. პოლონელმა ფორვარდმა დღეს გუნდის ვარჯიში გამოტოვა …