ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა მარკო ლანდუჩიმ, რომელმაც მასიმილიანო ალეგრის დისკვალიფიკაციის გამო „მონცასთან“ მატჩში გუნდს უხელმძღვანელა კომენტარი გააკეთა.
როგორც ლანდუჩიმ განაცხადა, იტალიის თასის მოგება გუნდის მიზანია და ახალგაზრდა ფეხბურთელები „იუვესთვის“ მზად არიან.
„მნიშვნელოვანი მატჩი იყო, ბიჭებმა შესანიშნავად ითამაშეს, ბედნიერები ვართ. იტალიის თასი ჩვენთვის მნიშვნელოვანი მიზანია. დასანანია გაშვებული გოლი, უფრო ყურადღებით უნდა ვყოფილიყავით, მაგრამ კმაყოფილი ვართ მომდევნო ეტაპზე გასვლით. ალეგრი? როცა ვიგებთ, ყველა კმაყოფილი ვართ, ისიც კმაყოფილია. მიზანი მომდევნო ეტაპზე გასვლა იყო.
დაგვიანებული ცვლილებები? ცვლილებები იდეალური იყო, კიეზა სწორი მომენტში შევიდა მოედანზე. მან გოლი გაიტანა და მოვიგეთ.თუ იმარჯვებ, ე.ი. ყველაფერი სწორად გააკეთე. ვფიქრობ, შეცვლები სწორ დროს გავაკეთეთ, ვიცოდით, როგორ შეეძლოთ მათ ჩვენი დახმარება.
ფაჯოლი და მირეტი ჩვენთან ერთად უკვე კარგა ხანია თამაშობენ, ილინგმაც რამდენიმე მატჩი ჩაატარა, ისინი მთავარი გუნდისთვის მზად არია. ფაჯოლი და მირეტი ძალიან კარგად თამაშობენ, გადამწყვეტები იყვნენ, როცა გამოცდილი მოთამაშეები გვაკლდნენ. მათ გუნდს სიახლე, ენერგია და ტექნიკური ხარისხი შემატეს. ისინი მზად არიან“, – თქვა ლანდუჩიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ იტალიის თასის მეოთხედფინალში „ლაციოს“ შეხვდება, ხოლო 22 იანვარს, სერია A-ში „ატალანტას“ უმასპინძლებს.