ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ხუან კუადრადომ „სპორტინგთან“ მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც კოლუმბიელმა ნახევარმცველმა აღნიშნა, ისინი კლუბისთვის ყველაფერს გააკეთებენ ახლა მორიგი მიზანი ფინალში გასვლაა.
„შედეგით კმაყოფილები ვართ, „სპორტინგი“ კარგ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ ჩვენი სურვილი და მონდომება ფუნდამენტური იყო. ახლა გვინდა ფინალში გავიდეთ, ეს ჩვენთვის ლამაზი მიზანია, დიდი შანსი და 200%-ით უნდა დავიხარჯოთ, რადგან ვიმსახურებთ. ყველაფერს გავაკეთებთ გუნდისთვის, კლუბისთვის და ჩვენი ტიფოზებისთვის. 15 ქულის დაბრუნებით კმაყოფილები ვართ, იმედი მაქვს, ასეც დარჩება, ჩვენ ყველა ქულა მოედანზე მოვიპოვეთ და ეს არის ის, რასაც ვერავინ წაგვართმევს“, – თქვა კუადრადომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ ევროპა ლიგის ნახევარფინალში „სევილიას“ შეხვდება, ხოლო უახლოეს მატჩს 23 აპრილს, „ნაპოლისთან“ გამართავს.