ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელებმა დანილომ და ხუან კუადრადომ სათამაშო ნომრები შეიცვალეს. ინფორმაცია ტურინული გრანდის ვებგვერდზე Store-ში გავრცელდა.
კუადრადო აქამდე 16 ნომრით თამაშობდა და მომდევნო სეზონიდან 6 ნომერი იქნება, ხოლო დანილომ 6-ნომარიანი მაისური მოირგო, მანამდე ის 13 ნომრით ირჯებოდა.
აღსანიშნავია, რომ კუადრადომ უკვე მესამედ შეიცვალა ნომერი. ის 2015-2016 წლების სეზონში 16 ნომერი, 2016-2018 წლებში 7, კრიშტიანუ რონალდუს მოსვლის შემდეგ 16 ნომერი დაიბრუნა. ახლა კი უკვე 11 ნომერიც მოირგო.