მთავარი / სიახლეები / კომისო: “იუვენტუსმა” კიეზა “მოიპარა”, რადგან ბევრი ფული აქვს”

კომისო: “იუვენტუსმა” კიეზა “მოიპარა”, რადგან ბევრი ფული აქვს”

ფლორენციის „ფიორენტინას“ პრეზიდენტმა როკო კომისომ განაცხადა, რომ ფედერიკო კიეზა „იუვენტუსში“ თავისი სურვილით არ გაუყიდია. მისი თქმით, ტურინულ გრანდს ბევრი ფული აქვს „ფიორენტინასთან“ შედარებით და ამის ხარჯზე კიეზა „მოპარეს“.

„როგორ გაიფორმა „იუვენტუსმა“ კიეზა? მათ ის „მოიპარეს“, რადგან ბევრი ფული აქვთ. რაც უფრო მეტი შემოსავალი გაქვს, მეტი ფულის დახარჯვა შეგიძლია. „იუვენტუსი“ არის იტალიის ჩემპიონატის ფავორიტი, რადგან 200 მილიონს ხარჯავს ხელფასზე, ჩვენ – 70 მილიონს. ეს არის ჩვენს შორის სხვაობა. ფული გადამწყვეტია. კლუბები, როგორებიც „იუვენტუსი“, „ბარსელონა“ და „ინტერია“, ვალებში არიან თავიანთი „ბინძური სამუშაოს“ გამო“ – თქვა კომისომ.

შეგახსენებთ, რომ ტურინის „იუვენტუსმა“ ფედერიკო კიეზა ერთი წლის წინ ორწლიანი იჯარით დაიმატა, რაც 10 მილიონი ევრო დაუჯდა, მაგრამ 2022 წელს მისი გამოსყიდვის ვალდებულება აქვს და 50 მილიონი ევროს დამატება მოუწევს.

შემთხვევითი სიახლე

ფაჯოლის ძმა: “ნიკოლომ “იუვეს” გამო უარი “მანჩესტერს” და “ინტერს” უთხრა”

ნიკოლო ფაჯოლის ძმამ, ალესანდრო ფაჯოლიმ იტალიურ მედიას ინტერვიუ მისცა, რომელშიც თავისი ძმის შესახებ ვრცლად ისაუბრა. …

მილინკოვიჩ-სავიჩი, რაბიო და მაკკენი – “იუვეს” გეგმები ნახევარდაცვაში

ტურინის „იუვენტუსი“ ზაფხულში რომის „ლაციოდან“ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის ყიდვას კიდევ ერთხელ ეცდება. იტალიური მედიის ცნობით, „ბიანკონერი“ …