მთავარი / სიახლეები / კიელინი: “ფინალში ვიცოდით, რომ ინგლისზე უფრო დიდი წნეხი იყო”

კიელინი: “ფინალში ვიცოდით, რომ ინგლისზე უფრო დიდი წნეხი იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ და იტალიის ნაკრების კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ ბრიტანულ გამოცემა Times-ს ინტერვიუ მისცა.

37 წლის ფეხბურთელმა ინგლისთან ევრო 2020-ის ფინალის, კრიშტიანუ რონალდუს, პოლ პოგბასა და კილიან მბაპეს შესახებ ისაუბრა.

„ინგლისი ჩვენზე მეტი ზეწოლის ქვეშ იყო. ხანდახან წნეხი კარგია, მაგრამ ზოგჯერ ხელის შემშლელია. ჩვენ მათ შიშს ვგრძნობდით. შესაძლოა, შიში არც იყო, არამედ მათი ნერვიულობა და დაძაბულობა. პირველი ტაიმის შემდეგ შესვენებაზე მშვიდად ვიყავით. ვიცოდით, რომ თუ ბურთს შევინარჩუნებდით, აუცილებლად გავიტანდით. შემდეგ კი პენალტებში გაგვიმართლა.

რონალდუ და მესი უცხოპლანეტელები არიან, ისინი საოცარი ფეხბურთელები არიან. გამიმართლა, რომ კრიშტიანუსთან ერთად „იუვეში“ სამი წელი ვითამაშე. ყოველდღე მისი ნახვით, მის ბევრ საიდუმლოს იგებ. დიდ მატჩებში, როცა ის საჭიროა, ყოველთვის იქ არის და გოლებს იტანს.

პოგბა ფეხბურთის ლებრონ ჯეიმსია. როდესაც პირველი ერთი კვირის განმავლობაში ვნახე ის ვარჯიშზე, ვთქვი: რა? ეს არარეალურია!“ „მანჩესტერიდან“ მოვიდა, ამიტომაც, ველოდი, რომ კარგი ფეხბურთელი იქნებოდა, მაგრამ ასევე ვფიქრობდი, რომ თუ „მანჩესტერიდან“ წასვლის ნება მისცეს, მაშინ საუკეთესო მოთამაშე არ იქნება. თუმცა, სინამდვილეში საუკეთესო იყო. ის სხვა ფეხბურთელებისგან განსხვავდება და ვწუხვარ, რომ „მანჩესტერში“ ამას სრულად ვერ აჩვენებს.

მბაპე ამ დროისთვის ყველაზე რთული და ნიჭიერი მეტოქეა, რომელსაც შევხვედრივარ. მის წინააღმდეგ პირველად რომ ვითამაშე, ის 18 წლის იყო. ეს 2017 წელს მოხდა და წარმოუდგენელი იყო. ვერ წარმომიდგენია, რის გაკეთებას შეძლებს მომავალში, მე მომწონს მისი მენტალიტეტი.

ჩემპიონთა ლიგის ტიტული არის ის, რაც მაკლია და რაც „იუვენტუსს“ 1996 წლიდან აკლია. ძალიან ახლოს ვიყავით რამდენჯერმე. ყოველ წელს ვცდილობთ მის მოგებას და ეს არის ტურნირი, რომელსაც ყოველთვის საუკეთესო არ იგებს. წელს შეგვიძლია ამის გაკეთება.

გავიზარდე პაოლო მალდინისა და ფრანკო ბარეზის ყურებაში. გამიმართლა, რომ ვითამაშე ფაბიო კანავაროსთან ერთად და ვცდილობდი მისგან, რაც შეიძლება მეტი საიდუმლო მომეპარა. საუკეთესო თანამედროვე მცველი ტრავმებამდე სერხიო რამოსი იყო. უფრ სწორად, ის უფრო გლობალური მოთამაშეა.

წარსულში ჩემი საუკეთესო მტერი იბრაჰიმოვიჩი იყო. ის უიღბლო იყო, რადგან მესის და რონალდუს გარეშე „ოქროს ბურთს“ აუცილებლად მოიგებდა”, – თქვა კიელინიმ.

შემთხვევითი სიახლე

ესპანური მედია: “იუვენტუსს” ჟორდი ალბას ტრანსფერი სურს

ტურინის „იუვენტუსი“ მომდევნო სეზონისთვის მარცხენა მცველს ეძებს, რადგან ალექს სანდროს კონტრაქტი ეწურება და მასთან თანამშრომლობის …

“იუვენტუსში” სექტემბრის MVP მატია პერინი გახდა

ტურინის „იუვენტუსის“ სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელად მატია პერინი დასახელდა. იტალიელმა მეკარემ ფანებისგან ყველაზე მეტი ხმა მიიღო …