მთავარი / სიახლეები / კიელინი: “რთული მეტოქე გვყავს, “ინტერს” შეუძლია ყველა შეცდომა გამოიყენოს”

კიელინი: “რთული მეტოქე გვყავს, “ინტერს” შეუძლია ყველა შეცდომა გამოიყენოს”

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ იტალიის თასის ფინალში „ინტერთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. ვეტერანი ფეხბურთელის განცხადებით, შესანიშნავი თამაში იქნება და მოედანზე გასვლას მოუთმენლად ელოდება.

„მჯერა, რომ მიმდინარე სეზონში მოვუმატეთ. რთული დასაწყისის შემდეგ გუნდმა დაიწყო საკუთარი იდენტობის დაბრუნება და ჩემპიონთა ლიგაზე ოთხი ტურით ადრე გასვლა გვიჩვენებს, თუ რამდენად გავიზარდეთ. გავლილი გზა ნათელი და ძალიან მნიშვნელოვანია, ხელახლა აღმოვაჩინეთ მოტივაცია, რომელიც ამ გუნდს აუცილებლად უნდა ჰქონდეს. ამ მატჩის მოგება დამატებით მუხტს მოგვცემს და თავდაჯერებულობას შეგვმატებს მომდევნო სეზონის კიდევ უფრო უკეთ დასაწყებად. „იუვენტუსის“ დნმ-ში ზის, რომ ყველა ტურნირის მოსაგებად იბრძოლოს, სადაც თამაშობს. მომდევნო წელს კიდევ გვექნება დიდი მოტივაცია, რომ სკუდეტო მოვიგოთ.

ფეხბურთში პატარა ბიჭის ენთუზიაზმით ვცხოვრობ და ბედნიერი ვარ, რომ ფინალში კიდევ ერთხელ ვითამაშებ. ჩვენი მხრიდან დიდი სურვილია, რომ ეს თასი მოვიგოთ, ვიცით, რომ რთული მატჩი იქნება, რადგან ძლიერი მეტოქე გვყავს, რომელსაც ნებისმიერი შეცდომის გამო შეუძლია ჩვენი დასჯა. ასე მოხდა სუპერთასისა და სერია A-ს მატჩში, როდესაც ალბათ დაუმსახურებლად წავაგეთ. ორივე გუნდი კარგ ფორმაში ვართ, მაგრამ „ინტერმა“ „მილანთან“ კონკურენციაში ლიდერობა დაკარგა და ეს მათზე დადებითად არ მოქმედებს. ამ თამაშის ბედს დეტალები და ეპიზოდები გადაწყვეტენ.

„ინტერთან“ ყოველთვის თანაბარი მატჩებია, დეტალები იწვევს განსხვავებას. 120-ე წუთზე ალექს სანდროს შეცდომის გარეშე პენალტების სერია იქნებოდა და არავინ იცის რა მოხდება. ჩემპიონატის მატჩებშიც მეტოქეს არ ჩამოუვარდებოდით. ამან კიდევ უფრო მეტად უნდა დაგვარწმუნოს, რომ თითოეული დეტალი მნიშვნელოვანი იქნება.

რომის „სტადიო ოლიმპიკოსთან“ კარგი მოგონებები გვაკავშირებს, ეს სტადიონი წარსულის ბევრ ემოციას აღვიძებს და რა თქმა უნდა, გვიძლიერებს სურვილს, რომ კიდევ ერთხელ შევიგრძნოთ გამარჯვებები. მოუთმენლად ველოდები ხვალ მოედანზე გასვლას. „ოლიმპიკოზე“ შესანიშნავი ატმოსფერო იქნება, მაგრამ ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანი გვიყურებს. სასიამოვნოა, რომ ამ თასისთვის ვიბრძვით და ყველა გულშემატკივარი გამარჯვებაზე ოცნებობს.

ჩემი მომავალი? მინდა ამ ფინალს დაველოდო, ახლა მხოლოდ ფეხბურთზე ფიქრია სწორი. შარშანაც მსგავს ვითარებაში ვიყავი. შეიძლება ჩემი მე-20 ტიტული მოვიგო „იუვეში“? არა, ეს იქნება 20+1 (იგულისხმა ჩამორთმეული და „ინტერისთვის“ გადაცემული 2006 წლის სკუდეტო)“, – თქვა კიელინიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ინტერის“ მატჩი 11 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …