ჯორჯო კიელინი „იუვენტუსს“ სეზონის ბოლოს დატოვებს. ამის შესახებ იტალიელი ჟურნალისტი რომეო აგრესტი იტყობინება.
ჯორჯოს „იუვესთან“ კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს, მაგრამ მას გაწყვეტს და კლუბს დატოვებს. ჯერჯერობით, უცნობია, დარჩება თუ არა ჯორჯო ფეხბურთში, მაგრამ შესაძლოა მომდევნო სეზონი MLS-ში გაატაროს.
წყაროს თანახმად, კიელინი ტურინელ გულშემატკივარს 16 მაისს, რომის „ლაციოსთან“ საშინაო მატჩში დაემშვიდობება.
შეგახსენებთ, რომ კიელინი „იუვენტუსში“ 2005 წლიდან თამაშობს და 558 მატჩში 36 გოლი გაიტანა.