„იუვენტუსის“ ყოფილმა კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ იტალიური მედიასთან „ბებერი ქალბატონის“ კრიზისზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს პერიოდი 2010 წელს აგონებს, როდესაც „იუვეში“ თვითონაც თამაშობდა.
„იუვენტუსი“ ძალიან ცუდად თამაშობს, მძიმე დარტყმა მიიღო. მეც ვიტანჯები „იუვეს“ გამო, ეს კრიზისი 2010 წელს მახსენებს. სამწუხაროა, რომ იმავე პრობლემებს ვხედავ. არ არსებობს ერთი დამნაშავე, ბევრი ადამიანია, რომლებიც ერთად მუშაობენ და მეტის გაკეთება შეუძლიათ. ასეთი რთული მომენტები ჩვენ 2010 წელსაც გამოვიარეთ”, – თქვა კიელინიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ 2009-2010 და 2010-2011 წლების სეზონები მეშვიდე ადგილზე დაასრულა, გარდა ამისა, პირველ სეზონში ჩემპიონთა ლიგის, ხოლო მეორე სეზონში ევროპა ლიგის ჯგუფში ჩარჩა. ამის შემდეგ გუნდში ანტონიო კონტე მივიდა ტურინელებმა ზედიზედ ცხრაჯერ სკუდეტო მოიგეს.