მთავარი / სიახლეები / კიეზა: “იუვე” იქ უნდა დავაბრუნოთ, სადაც ყოფნას იმსახურებს”

კიეზა: “იუვე” იქ უნდა დავაბრუნოთ, სადაც ყოფნას იმსახურებს”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ფედერიკო კიეზამ „მონცასთან“ გოლის შემდეგ, რომელიც მისთვის 2022 წლის 6 იანვრის შემდეგ პირველი იყო, კომენტარი გააკეთა. როგორც ფედერიკომ თქვა, „იუვე“ იქ უნდა დააბრუნონ, სადაც ყოფნას იმსახურებს.

„2022 წელი ჩემთვის ძალიან ცუდი წელი იყო. ჯერ ბოლომდე ფორმაში არ ვარ, ყოველ სამ დღეში თამაშს ვიწყებ და საუკეთესო ფორმაში უნდა დავბრუნდე. ნეაპოლში ძალიან ცუდად ვითამაშეთ, არც ისე აგრესიულები ვიყავით და დღეს „მონცამაც“ ძალიან კარგად ითამაშა.

ჩემი პირველი გოლია ახალი ხელმძღვანელობის პერიოდში? როგორც ყოველთვის ვამბობდი, უნდა მოვუმატოთ და ახლა „ატალანტასთან“ მატჩზე ვფიქრობთ, რომელიც ფუნდამენტური იქნება. იმედი მაქვს, რომ ახალი ხელმძღვანელებით შევძლებთ „იუვე“ იქ დავაბრუნოთ, სადაც ყოფნას იმსახურებს“, – თქვა კიეზამ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ იტალიის თასის მეოთხედფინალში „ლაციოს“ შეხვდება, ხოლო 22 იანვარს, სერია A-ში „ატალანტას“ უმასპინძლებს.

შემთხვევითი სიახლე

დი მარია: “უცნაურია ცხრილის შუაში ყოფნა და რთულია კონცენტრაციის შენარჩუნება”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ანხელ დი მარიამ „მონცასთან“ მარცხის (0:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, …

“იუვენტუსმა” “მონცასთანაც” წააგო

ტურინის „იუვენტუსს“ ძალიან მძიმე დროება უდგას – მოედანზეც და მოედანს მიღმაც. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა სერია …