მთავარი / სიახლეები / კიეზა: “იტალიის ნაკრებზე ზემოთ აღარაფერია”

კიეზა: “იტალიის ნაკრებზე ზემოთ აღარაფერია”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ფედერიკო კიეზამ CalcioShop-ის იუთუბ არხს ინტერვიუ მისცა, რომელშიც მან ბევრ თემაზე ისაუბრა. თავის ოჯახზე, კარიერის საწყის ეტაპზე, იტალიის ნაკრებზე ასპექტებზე, რომელშიც მოსამატებელი აქვს.

„ვინ მოახდინა ჩემს გატაცებაზე გავლენა? ჩემმა ოჯახმა. როდესაც პირველი ნაბიჯების გადადგმას ვიწყებდი, ფეხებში ყოველთვის ბურთი მქონდა. მამაჩემმა გადმომცა თავისი გატება, შვიდი წლის ასაკში ფეხბურთზე მიმიყვანა. მამაჩემთან დიდებული ურთიერთობა მაქვს. მას დიდი გამოცდილება აქვს და რჩევებს მაძლევს, ეს მომწონს. მომწონს ყოველდღე ფეხბურთის თამაში, მაგრამ სხვა თემებზეც ვსაუბრობთ, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში ფეხბურთი ყველაზე კარგად ესმით. დედაჩემმა და მამაჩემმა უამრავი რჩევა მომცეს, ამიხსნეს, რომ თავმდაბლობა მნიშვნელოვანია და ყოველთვის უნდა მქონდეს განვითარების სურვილი. ისინი ჩემგან ყოველთვის საუკეთესოს ითხოვნდნე, როგორც ფეხბურთში, ისე სკოლაში. ეს ყველაფერი დამეხმარა, რომ გავმხდარიყავი ადამიანი, რომელიც დღეს ვარ.

მწვრთნელები – პაულო სოუზამ ჩემში თავიდანვე დიდი ფსონი დადო, მან დიდი ნდობა გამომიცხადა. მადლობა მინდა გადავუხადო, რადგან პრიმავერადაც პირველ გუნდში გადამიყვანა. ასევე ედი ბაჯოც: მისი წყალობით უფრო სტაბილურად თამაში დავიწყე ახალგაზრდულ გუნდში. პრიმავერაში მან ბევრი მასწავლე საფეხბურთო ასპექტების თვალსაზრისით და ინტენსივობის კუთხით.

დებიუტი – მახსოვს დებიუტის უნიკალური ემოცია, ახალგაზრდულ გუნდში მრავალწლიანი თავგანწირვის შემდეგ. იყო სხვა ლამაზი საღამოებიც. „ფიორენტინას“ პრიმავერაში ვინოვოზე „იუვენტსთან“ თამაში, გოლიც გავიტანე, იტალიის თასის მეოთხედფინალი იყო. ამ თამაშმა ძალა მომცა, რომ დიდებში გადავსულიყავი. პაულო სოუზა ახალგაზრდა ფეხბურთელებს მთავარი გუნდიდან პირველ გუნდშიც გზავნიდა, იმის გასაგებად ჰქონდათ თუ არა, მათ თავმდაბლური თვისებები.

იტალიის ნაკრები – ეროვნული ნაკრების ფეხბურთელობა ოცნებაა, ეს რაღაც უნიკალურია, რადგან ამაზე ზემოთ აღარაფერია. მომენტი, რომელიც ნაკრებიდან ყველაზე ლამაზად მახსენდება, 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარა ვიყავი. მეორე ადგილზე ვაყენებ ევრო 2012-ზე გერმანიასთან გამარჯვებას. ახლა ჩვენ ყველას იმედი გვაქვს, რომ მაქსიმუმს მივაღწევთ, მაგრამ თამაშიდან თამაშამდე უნდა ვიფიქროთ. იმედგაცრუებულები ვართ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გავედით, ეს ჩვენი პირველი დიდი ტურნირია, ამიტომ, გუნდში დიდი ენთუზიაზმია.

კრიშტიანუ რონალდუ – ყოველთვის მსურს განვითარება და ყოველთვის არსებობს რაღაც, რაშიც უნდა მოუმატო. ყოველთვის მოედანზე დიდი მოტივაციით გავდივარ, ვეძებ ახალ სტიმულს და კიდევ უფრო მეტად დავიხარჯები. არსებობს მრავალი ტექნიკური ასპექტი, მაგალითად კარში დარტყმა, რომელიც გასაუმჯობესებელი მაქვს. მე ვთამაშობ ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელთან ერთად, რომელმაც ნამდვილად იცის კარში დარტყმა, კრიშტიანუ რონალდუსთან. მისგან ვცდილობ ყველაფერი გადავიღო, ის უნიკალურია“, – თქვა კიეზამ.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინი: “დროა ხალხი გავაბედნიეროთ”

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ თურქეთის ნაკრებთან შეხვედრის წინ პრესკონფერენეცია გამართა და ევრო 2020-ის …

დელ პიერო: “არ მინდა “იუვეში” მხოლოდ იმიტომ დამაბრუნონ, რომ ძველი დამსახურებები მაქვს”

ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ იტალიური მედიასთან ისაუბრა. ალექსი სხვადასხვა საკითხებს შეეხო და …