ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ „ნაპოლისთან“ მატჩის შემდეგ მასიმილიანო ალეგრი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
„იუვენტუსმა“ ყველა თამაში საშინლად ჩაატარა, გამონაკლისი მხოლოდ „ლაციოსთან“ მატჩი იყო. „ნაპოლი“ 90 წუთი დომინირებდა და „იუვენტუსმა“ საგოლე მომენტები მხოლოდ ამირ რაჰმანის ორი შეცდომით შექმნა.
„იუვემ“ სხვა თამაშებიც ძალიან ცუდად ითამაშა, „ლეჩესთან“, „კრემონეზესთან“, „უდინეზესთან“ და სხვა გუნდებთანაც.
ჯოვანი გალეონე კი აგრძელებს სისულელეების ლაპარაკს, რომ ალეგრიმ უარი „რეალს“ და „ჩელსის“ უთხრა. შეუძლებელია ადამიანის მოსმენა, რომელიც იცავს მწვრთნელს, რომელსაც სულზე დიდი უკანალი აქვს. ლუჩანო სპალეტიმ ალეგრიზე ცოტა ტიტული მოიგო, მაგრამ სპალეტი გენიოსია“, – თქვა კასანომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს იტალიის თასზე „მონცასთან“ ჩაატარებს.