მთავარი / სიახლეები / კარლოს ტევესმა თავის სიმბოლურ ნაკრებში “იუვეს” 5 ფეხბურთელი შეიყვანა

კარლოს ტევესმა თავის სიმბოლურ ნაკრებში “იუვეს” 5 ფეხბურთელი შეიყვანა

ვეტერანმა ფეხბურთელმა კარლოს ტევესმა ESPN-თან ინტერვიუში დაასახელა სიმბოლური ნაკრები, რომელიც იმ ფეხბურთელებისგან შედგება, ვისთან ერთადაც მას საკლუბო თუ სანაკრებო კარიერაში უთამაშია.

ტევესის რჩეულ 11-ეულში „იუვენტუსის“ ხუთი ყოფილი ფეხბურთელი მოხვდა. მათ შორის, ჯანლუიჯი ბუფონი, პატრის ევრა (ფრანგი „მანჩესტერშიც“ მისი თანაგუნდელი იყო), პოლ პოგბა და არტურო ვიდალი ტევესის თანაგუნდელები „იუვეში“ იყვნენ, ხოლო კრიშტიანუ რონალდო ასევე თამაშობდა ტურინულ გრანდში, თუმცა ტევესის პერიოდში არა. ისინი ერთად „მანჩესტერში“ ირჯებოდნენ.

ტევესმა სიმბოლური ნაკრების შედგენისას აღნიშნა, რომ მისთვის ძალიან რთული იყო ამ სიმბოლურს მიღმა ანდრეა პირლოს დატოვება, რომელიც 11-ეულში ვერ მოხვდა.

ტევესის სიმბოლური ნაკრები ასეთია:

მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი

მცველები: უგო იბარა, როლანდ სკიავი, რიო ფერდინანდი, პატრის ევრა

ნახევარმცველები: პოლ პოგბა, პოლ სქოულზი, არტურო ვიდალი

თავდამსხმელები: ლიონელ მესი, კრიშტიანუ რონალდუ, უეინ რუნი

შემთხვევითი სიახლე

მანჩინიმ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში ლოკატელი

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განმარტა, რატომ არ გამოიძახა ინგლისისა და მალტის ნაკრებებთან სათამაშოდ მანუელ …

ლოკატელი: “ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ინტერთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დაამტკიცეს, …