იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბიო კარესამ „პარი სენ ჟერმენისა“ და „იუვენტუსის“ მატჩზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, მასიმილიანო ალეგრის გუნდს სასწაულის მოხდენა შეუძლია.
„ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თუ „იუვენტუსი“ სასწაულს მოახდენს და „პარი სენ ჟერმენს“, მაინტერესებს, რაღაცები ხომ არ შეიცვლება? ალეგრი ფრანგებთან მატჩამდე მტკიცედ ფსონს დებს ვლაჰოვიჩზე, რომელიც შემთხვევით არ დაუსვენებია. მას სურს, რომ დუშანი დასვენებული იყოს, რადგან სწორედ მას შეუძლია თამაშებზე გადამწყვეტი გავლენის მოხდენა.
ეს ჩაკეტილი თამაში იქნება, „იუვეს“ სტილის და გადამწყვეტი ბოლო წუთები იქნება, როცა პსჟ-ს სამი ფენომენი დაღლილი იქნება. ალეგრიმ თქვა, რომ მთავარი „ბენფიკასთან“ მატჩია, მისთვის პსჟ-სთან თამაში უკვე წაგებულია, მაგრამ თუ სასწაულს მოახდენს, ემოციურად დიდი დაბრუნება იქნება“, – თქვა კარესამ.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-სა და „იუვენტუსის“ მატჩი 6 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.