ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ იტალიის ნაკრებზე ისაუბრა და თქვა, რომ „სკუადრა აძურას“ ძალიან ხარისხიანი გუნდი ჰყავს, რომელსაც ბელგიასთან მოგება შეუძლია.
“ჟორჟინიო იტალიის სიმბოლური მოთამაშეა. მისი წყალობით იტალია გოლს არ უშვებს. მას პირდაპირ ვუყურებდი და მივხვდი რამდენად მნიშვნელოვანია გუნდისთვის. ჩვენი შემადგენლობა ხარისხიანია, მხოლოდ პორტუგალიას ჰყავდა ჩვენნაირი შემადგენლობა. იტალიის ხარისხი ძალიან მაღალია და მანჩინის ცვლილებების გაკეთებითაც შეუძლია მეტოქეებს პრობლემები შეუქმნას.
ბელგიის ნაკრები ღიად არ თამაშობს. იმედი მაქვს, რომ დე ბრუინი ვერ გამოჯანმრთელდება, რადგან მას შეუძლია თამაშში ცვლილების შეტანა. ეს არ იქნება მარტივი თამაში, მაგრამ ჩემი აზრით, პორტუგალიასთან უფრო მძიმე და უარესი თამაში იქნებოდა. დიდი ხარისხით და შეცვლების წყალობით იტალიას შეუძლია მომდევნო ეტაპზე გასვლა“, – თქვა კაპელომ.
შეგახსენებთ, რომ იტალიისა და ბელგიის ნაკრებების შეხვედრა 2 ივლისს, მიუნხენში გაიმართება.