ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ ჯორჯო კიელინის შესახებ ისაუბრა. სწორედ კაპელოს დროს ჰქონდა „იუვეში“ დებიუტი ჯორჯოს და მას შემდეგ 17 წელი გავიდა.
„ის ყოველთვის ლიდერი იყო, როგორც მოედანზე ასევე გასახდელში. კიელინი „რომაში“ მაშინ უნდა მოსულიყო, როცა მე იქ ვმუშაობდი. პრიმავერას მატჩს ვუყურე „რომასა“ და „ლივორნოს“ შორის, მაშინ მომეწონა და „რომაში“ მისი ტრანსფერი გადაწყვეტილი იყო. მივედი მისი თამაშის სანახავად და ვუთხარი, რომ „რომას“ ფეხბურთელი იყო. თუმცა, ლუჩანო მოჯიმ უფრო სწრაფად იმოქმედა და ის „იუვენტუსში“ წაიყვანა. სწორედ იქ მომიწია მასთან მუშაობა და დებიუტიც ჩემს დროს ჰქონდა, ის იმსახურებდა „იუვეში“ შანსს და განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია. მან „იუვეს“ ყველა თვალსაზრისით ბევრი რამ მისცა“, – თქვა კაპელომ.
შეგახსენებთ, რომ ფაბიო კაპელომ და ჯორჯო კიელინიმ „იუვენტუსში“ ერთად 2005-2006 წლების სეზონში იმუშავეს.