მთავარი / სიახლეები / კანსელო: “იუვეში” მოლოდინი რომ ვერ გავამართლე, ჩემი ბრალია და არა მწვრთნელის”

კანსელო: “იუვეში” მოლოდინი რომ ვერ გავამართლე, ჩემი ბრალია და არა მწვრთნელის”

„მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელმა ჟოაო კანსელომ, რომელიც ბოლო ორი სეზონია შესანიშნავ ფორმაშია, ლისაბონის „სპორტინგთან“ მატჩის წინ „იუვენტუსში“ გატარებული სეზონი გაიხსენა.

მისი თქმით, ტურინში მისი წარუმატებლობა მწვრთნელის ბრალი არ იყო და დამნაშავე თვითონაა, რადგან მაშინ მხოლოდ სიამოვნებასა და გართობაზე ფიქრობდა.

„იუვენტუსში“ განსხვავებული თამაშის სტილი მქონდა, უბრალოდ გართობა და ფეხბურთით ტკბობა მინდოდა. ეს ჩემი პასუხისმგებლობა უფრო იყო, ვიდრე მწვრთნელის, ჩემი ბრალი გახლდათ. ამის შემდეგ აღმოვაჩინე საკუთარ თავში გამარჯვების დიდი სურვილი ცხოვრებასა და ფეხბურთში. ახლა ბედნიერი ვარ, ბევრი გავაკეთე იმისთვის, რომ გავმხდარიყავი ის ფეხბურთელი, როგორიც დღეს ვარ. იტალია ჩემი კარიერისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, „ინტერი“ და „იუვე“ ორი დიდი კლუბია, მაგრამ პეპთან მუშაობა ტაქტიკურად ფუნდამენტური იყო“, – თქვა კანსელომ.

შეგახსენებთ, რომ ჟოაო კანსელო „იუვენტუსში“ 2018-2019 წლების სეზონში თამაშობდა და 34 მატჩში 1 გოლი გაიტანა. მან გუნდი 2019 წლის ზაფხულში დატოვა, „იუვემ“ კი „მანჩესტერ სიტისგან“ ფულად კომპენსაციასთან ერთად დანილოც მიიღო.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინიმ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში ლოკატელი

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განმარტა, რატომ არ გამოიძახა ინგლისისა და მალტის ნაკრებებთან სათამაშოდ მანუელ …

ლოკატელი: “ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ინტერთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დაამტკიცეს, …