მთავარი / სიახლეები / კანავარო: “კიეზა “ოქროს ბურთის” ნომინანტებში ყოფნას იმსახურებდა”

კანავარო: “კიეზა “ოქროს ბურთის” ნომინანტებში ყოფნას იმსახურებდა”

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფაბიო კანავარომ „ოქროს ბურთის“ 30 ნომინანტში ხუთი იტალიელი ფეხბურთელის მოხვედრაზე კომენტარი გააკეთა. კანავაროს აზრით, ეს კარგის ნიშანია, მაგრამ იქ ყოფნას ფედერიკო კიეზაც იმსახურებდა.

„ხუთი იტალიელის მოხვედრა ნომინანტებში? ჩემი გამარჯვების შემდეგ ასეთი რამ არ მომხდარა, ასე რომ, კარგის ნიშანია. ჟორჟინიოს შეუძლია მისი მოგება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მესი გაიმარჯვებს. ბარელა და სხვებიც იმსახურებდნენ ნომინანტებში მოხვედრას, მაგრამ ასევე კიეზაც, იმის გამო, რაც მან აჩვენა. ლოგიკურად, ეს ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვებაზე დამოკიდებული. ბონუჩი და კიელინი წლების მიუხედავად დიდ წყვილად რჩება. „აძურას“ პერსპექტივაში შესანიშნავი ნახევარმცველები და შემტევები გვყავს, მაგრამ ცენტრალური მცველები გვაკლია. ბასტონი კარგად იზრდება, მაგრამ თუ სხვებიც არ გამოჩნდებიან, ვფიქრობ, რობერტო მანჩინის მოუწევს სამი მცველით თამაშის მხედველობაში მიღება“, – თქვა კანავარომ.

შეგახსენებთ, რომ ფაბიო კანავარო ბოლო იტალიელია, რომელმაც „ოქროს ბურთის“ მოგება მოახერხა.

შემთხვევითი სიახლე

ალესანდრო დელ პიერომ სამწვრთნელო ლიცენზია აიღო

ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდამ, ალესანდრო დელ პიერომ სამწვრთნელო ლიცენზია აიღო – უეფას A კატეგორია. კოვერჩანოში ჩატარებულ …

დიბალამ გუნდთან ერთად ივარჯიშა და “ინტერთან” განაცხადში იქნება

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი პაულო დიბალა გამოჯანმრთელდა და გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო. ამის შესახებ იტალიური მედია …