ტურინის „იუვენტუსის“ ოფიცერმა ფრანჩესკო კალვომ იტალიურ მედიასთან ისაუბრა. მან განაცხადა, რომ კურვა სუდის დისკვალიფიკაციაზე აპელაციას შეიტანენ, ხოლო ხუან კუადრადოზე კი, არა.
„გზა გრძელია, ორივე სატურნირო ცხრილს ვუყურებთ, ერთში მეორე ადგილზე ვართ, მეორეში – მეშვიდეზე. 19 აპრილს აპელაციის შედეგი? არანაირი შეგრძნება არ გვაქვს, ამას აზრის არ აქვს. უბრალოდ გვჯერა, რომ სწორად ვიმუშავეთ. 10 დღე დარჩა, ვნახოთ, რა მოხდება.
კურვა სუდის დისკვალიფიკაციაზე აპელაციას შევიტანთ, ხოლო კუადრადოს დისკვალიფიკაციაზე ამას არ გავაკეთებთ. კურვა სუდზე კი ამ ნაბიჯს გადავდგამთ, რადგან არ შეაფასეს ის ფაქტი, რომ პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება და დასჯა ოპერატიულად მოხდა. გარდა ამისა, მთლიანი ტრიბუნის დასჯა სამართლიანი არ არის, რადგან გამოდის, რომ ისჯებიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც მომხდართან საერთო არაფერი აქვთ. ბევრი ადამიანი, რომელსაც სერია A-ს მატჩებზე აბონემენტები აქვთ, იმ დროს ტრიბუნაზე არ იყვნენ, რადგან თასის თამაში იყო, ამიტომ არასამართლიანი ამ ადამიანების დასჯაც“, – თქვა კალვომ.