მთავარი / სიახლეები / კალვო: “პოგბამ იცის, რომ “იუვე” მისი ოჯახია”

კალვო: “პოგბამ იცის, რომ “იუვე” მისი ოჯახია”

ტურინის „იუვენტუსის“ მენეჯერმა ფრანჩესკო კალვომ პოლ პოგბას შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ფრანგმა იცის, რომ „იუვე“ მისი ოჯახია და მას გვერდით უდგანან.

„პოგბა არის პირველი, ვინც არ არის კმაყოფილი ამ სიტუაციით. აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს, რომ მასთან თანამშრომლობა აღარ გვინდა. მან იცის, რომ მისთვის ოჯახი ვართ. ვხედავთ, რომ ის ძალიან ერთგულია და გვინდა, მოედანზე, რაც შეიძლება მალე ვიხილოთ. ჩვენ მისი გვჯერა და ერთმანეთს ყოველდღე ვესაუბრებით. მან იცის, რომ მასთან ახლოს ვართ, მაგრამ არ ვართ ბედნიერი ამ სიტუაციით და მისი ამ მდგომარეობაში ნახვით“, – თქვა კალვომ.

შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბამ მიმდინარე სეზონში მხოლოდ 35 წუთი ითამაშა და 37 მატჩი გამოტოვა. ბოლო ცნობებით, ფრანგი მოედანზე აპრილის დასაწყისში უნდა დაბრუნდეს.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …