მთავარი / სიახლეები / სერია A / კალვო: “თავს დავიცავთ. პოგბა? გავრცელებულ ჭორებს უარვყოფ”

კალვო: “თავს დავიცავთ. პოგბა? გავრცელებულ ჭორებს უარვყოფ”

ტურინის „იუვენტუსის“ მენეჯერმა ფრანჩესკო კალვომ პოლ პოგბასთან კონტრაქტის შესაძლო გაწყვეტის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო. გარდა ამისა, მან გამოძიებაზე გააკეთა კომენტარი.

„პოგბა? ჭორები ჩვენც გავიგეთ, მაგრამ კატეგორიულად უარვყოფ, რომ კონტრაქტის გაწყვეტაზე ვფიქრობთ. ვხედავთ, რომ ენთუზიაზმით და მონდომებული ვარჯიშობს და მოედანზე ველოდებით.

გამოძიება? კლუბმა ცალსახად დააფიქსირა თავისი პოზიცია, მიგვაჩნია, რომ გადაწყვეტილება უსამართლო და ალოგიკურია, ამიტომ, გავაგრძელებთ თავის დაცვას ყველა შესაბამის ფორუმზე დიდი პატივისცემით. სანტორიელო და მისი სიტყვები? ზოგიერთმა წინადადებამ შეიძლება სხვა მნიშვნელობა მიიღოს, თუ კონტექსტიდან ამოგლეჯილია. „იუვე“ ყველას პატივს სცემს და ყველასგან იმავეს ითხოვს“, – თქვა კალვომ.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …