ტურინის „იუვენტუსის“ ახალწვეულმა კაიო ჟორჟემ პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, ძალიან ბედნიერია და იმედი აქვს, რომ „იუვეს“ ღირსებას დიდი ხნის განმავლობაში დაიცავს.
„ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით, ეს ჩემი ბავშვობის ოცნებაა. ველოდები „იუვეში“ დიდი ხნით დარჩენას, რადგან ეს არის დიდი გუნდი, ერთ-ერთი უდიდესი ევროპაში. ჩამოვედი საბრძოლველად, გამარჯვებისთვის და იმედი მაქვს, რომ დამიფასდება და აქ ჩემპიონი გავხდები. ტაქტიკური მოთამაშე ვარ, ჭკვიანი და მოედანზე ბევრს ვმოძრაობ.
21 ნომერი ავირჩიე, რადგან აქ მას დიდი ფეხბურთელები ატარებდნენ: პირლო, დიბალა, ზიდანი და იგუაინი. ასე რომ, იმედი მაქვს, რომ ამ მაისურით ბევრ გოლს გავიტან. გულშემატკივრები? მინდა მათ მადლობა გადავუხადო და მივესალმო. ისევე, როგორც თანაგუნდელებს კარგად მიღებისთვის.
ჩემი მიზანია რაც შეიძლება ბევრი გოლი გავიტანო და თანაგუნდელებს დავეხმარო. უფლის ნებით მოვიგო ტიტულები, მათ შორის ჩემპიონთა ლიგა“, – თქვა კაიო ჟორჟემ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ ბრაზილიელ ფეხბურთელს 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.