ტურინის „იუვენტუსი“ პოლ პოგბას და ანხელ დი მარიას დაიმატებს. ორივე ფეხბურთელის ტრანსფერი გადაწყვეტილია, მაგრამ ტურინელების მიზანია, რომ ისინი, რაც შეიძლება სწრაფად ტურინში იახლოს.
იტალიური მედიის ცნობით, „იუვეს“ სურს, დი მარიას და პოგბას ტრანსფერები შაბათამდე გააოფიციალუროს, რომ არგენტინელი და ფრანგი შეკრების პირველივე დღიდან გუნდთან ერთად იყვნენ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ ახალი სეზონისთვის მზადებას 10 ივლისიდან დაიწყებს, თუმცა, ფეხბურთელების ნაწილი კონტინასას ბაზაზე გუშინ უკვე გამოჩნდნენ.