ტურინის „იუვენტუსს“ იტალიის ნაკრებისა და „სასუოლოს“ თავდამსხმელ ჯაკომო რასპადორის ისევ აქტიურად უკავშირებენ.
„ბიანკონერიში“ ალვარო მორატას შენარჩუნება სურთ, მაგრამ პარალელურად 22 წლის იტალიელის ტრანსფერსაც გეგმავენ. ტურინელები აკვირდებიან სიტუაციის განვითარებას, მაგრამ ჯერ უცნობია, წინადადების დეტალები.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ჯაკომო რასპადორის 26 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი, ის იტალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონის ტიტულს ფლობს.