ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურში „პარი სენ ჟერმენთან“ 1:2 წააგო. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:
შჩესნი 5.5 – მბაპეს გოლზე მეტი შეეძლო, სხვა შემთხვევებში უფრო რეაქტიული იყო.
გატი 5.5 – მბაპესთან გოლის მომენტში დაიჩაგრა, თუმცა შემდეგ საკმაოდ კარგად ითამაშა.
ბონუჩი 6.5 – დაცვაში შეცდომების გარეშე ითამაშა და გოლიც გაიტანა.
ალექს სანდრო 6 – თუ მესიმ მაღალ დონეზე ვერ ითამაშა, მისი დამსახურებადაა, მაგრამ მან თამაშში დატოვა ნუნუ მენდეში და თამაშგარე ამიტომ არ დაინიშნა გოლის მომენტში.
კუადრადო 5.5 – ბევრი შეცდომა დაუშვა, თუნდაც მარტივ ეპიზოდებში. კარგი მომენტებიც ჰქონდა, მათ შორის, საგოლე პასი. ნუნუ მენდეშის წინააღმდეგ ჩავარდა.
ბარენეჩეა შ.გ – მას დებიუტი ჰქონდა და ბოლო წუთები ითამაშა.
ფაჯოლი 7 – თავიდან გაუჭირდა, მაგრამ შემდეგ მოუმატა, ზუსტი პასები და ბევრჯერ მოპარული ბურთი.
ბარბიერი შ.გ – მასაც დებიუტი ჰქონდა და ბოლო წუთები ითამაშა.
ლოკატელი 7 – მბაპეს გოლის მომენტში ვერაფერს გახდა, მაგრამ სულისკვეთება ამ მომენტშიც აჩვენა. შორი მანძილიდან ორჯერ საგოლე მომენტი შექმნა, საგოლე შეტევაც მან დიდებული პასით დაიწყო და ძალიან კარგ პრესინგს თამაშობდა.
სულე შ.გ – მან ბოლო წუთები გაატარა მოედანზე.
რაბიო 6.5 – რენატო სანჩესზე ფიზიკურად დომინირებდა, პსჟ-ს ფანები მას უსტვენდნენ, ახლა ის „იუვეს“ მთავარი ელემენტია.
კოსტიჩი 5.5 – ცდილობს, ცდილობს, ცდილობს. არასწორი ჩაწოდებები, ხშირად მოკლე პასებშიც შეცდომები ჰქონდა.
მირეტი 6 – ალეგრიმ ხაზი გაუსვა მის ხარვეზებს ეპიზოდის ბოლო ნაწილებში და ახლაც ასე იყო. თუმცა, ის ყოველთვის ცდილობს და არასდროს ნებდება.
კიეზა 6 – სტადიონმა მისი მოედანზე შესვლა ისე აღნიშნა, როგორც გატანილი გოლი. საღამოს ყველაზე ლამაზი ამბავი მისი დაბრუნებაა.
მილიკი 6 – საუკეთესოდ არ უთამაშია, მაგრამ სერხიო რამოსსა და მარკინიოსს შორის თამაში ადვილი არ არის.
ალეგრი 6.5 – „იუვე“ აგებს, მაგრამ დადებით განცდას ტოვებს. ბევრმა ტრავმიანობამ მას სულისკვეთება დაუბრუნდა, წაგება გასახარი არ არის და ტაშს არ იმსახურებს, მაგრამ ამჯერად, გუნდმა კარგად ითამაშა.