მთავარი / სიახლეები / სერია A / “იუვე” პოგბასთან კონტრაქტის გაწყვეტას არ აპირებს

“იუვე” პოგბასთან კონტრაქტის გაწყვეტას არ აპირებს

ტურინის „იუვენტუსი“ პოლ პოგბასთან კონტრაქტის გაწყვეტას არ განიხილავს. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

ბრიტანულმა პრესამ გაავრცელა ცნობა, რომ ტურინელებს ფრანგთან განშორება სურდათ, მაგრამ ეს ცნობა არ დასტურდება. პოგბა „იუვეში“ მინიმუმ მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება, შემდეგ კი მხარეები სიტუაციას შეაფასებენ.

ეს დამოკიდებული იქნება, როგორც პოგბას სათამაშო ფორმასა და სურვილზე, ასევე კლუბის მდგომარეობაზე და ფინანსურ საკითხებზე. ყველაზე მეტად კი სპორტულ შედეგებზე და სად ითამაშებს „იუვე“ მომდევნო სეზონში.

შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბა „იუვენტუსში“ გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაბრუნდა, მაგრამ ტრავმის გამო მას მიმდინარე სეზონში არცერთ ოფიციალურად მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

ჯერჯერობით, ზუსტი თარიღი, როდესაც პოგბა სათამაშოდ მზად იქნება, უცნობია. ვარაუდობენ, რომ განაცხადში, 16 თებერვალს, „ნანტთან“ შეხვედრაში მოხვდება.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …