მთავარი / სიახლეები / “იუვე” კიელინის მემკვიდრეს ეძებს: ფრანგი მცველი ფავორიტია

“იუვე” კიელინის მემკვიდრეს ეძებს: ფრანგი მცველი ფავორიტია

ტურინის „იუვენტუსი“ ჯორჯო კიელინის შემცვლელს ეძებს. 37 წლის მცველმა უკვე დააანონსა, რომ იტალიის ნაკრებიდან მიდის, ხოლო „იუვედან“ შესაძლოა წავიდეს.

როგორც მან თქვა, გადაწყვეტილებას სეზონის დასრულების შემდეგ თავის ორ ოჯახთან ერთად მიიღებს (იგულისხმა თავისი ოჯახი და „იუვენტუსი“). ჯორჯოს კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს, მაგრამ დიდი ალბათობით მას გაწყვეტს და კარიერას ან დაასრულებს ან MLS-ში წავა.

იტალიური მედიის ცნობით, ანტონიო რიუდიგერის ტრანსფერი პრაქტიკულად გამოირიცხა, რადგან გერმანელი მადრიდის „რეალს“ შეუთანხმდა. ახლა ყველაზე რეალურ ვარიანტად „მონაკოს“ მცველი ბენუა ბადიაშილე მიიჩნევა.

21 წლის ფრანგი ფეხბურთელი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ მცველად ითვლება, თუმცა ტრანსფერის ფინანსური დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …