ტურინის „იუვენტუსმა“ შესაძლოა „ჯენოასა“ და იტალიის 21-წლამდე ნაკრების მცველი ანდრეა კამბიასო დაიმატოს.
„იუვეში“ ის ლუკა პელეგრინის შემცვლელად ესახებათ, რომელმაც შეიძლება კლუბი დატოვოს. კამბიასოს „ჯენოასთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება, ამიტომაც, სავარაუდოდ, გენუური კლუბი ამ ზაფხულს შეელევა.
იტალიელების „იუვენტუსის“ გარდა, ბერგამოს „ატალანტა“ და „ინტერი“ იბრძვიან, მაგრამ უშანსოდ ტურინელები არ არიან და იტალიური მედიის ცნობით, ბოლო საათებში მოლაპარაკებები წარმატებითაც მიმდინარეობს.
„იუვე“ იმედოვნებს, რომ 22 წლის მარცხენა მცველის შეძენას 10 მილიონი ევროს ფარგლებში მოახერხებს. ტრანსფერზე მუშაობა გრძელდება.