ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში „ზენიტი“ პაულო დიბალას დუბლით, ფედერიკო კიეზასა და ალვარო მორატას გოლებით 4:2 დაამარცხა და მერვედფინალში ორი ტურით ადრე გავიდა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით.
შჩესნი 6.5 – გაშვებულ გოლებში ბრალი არ აქვს. ყოველთვის ფხიზლად იყო, როცა „ზენიტი“ სახიფათოდ უტევდა.
დანილო 6.5 – თუ საჭიროა ბინძური მოთამაშე ხდება, ყოველთვის მზადყოფნაშია.
ბონუჩი 6 – ცოტა მოუხერხებელი და უიღბლო ავტოგოლი გაიტანა, მაგრამ შემდეგ ყოველთვის კარგად გამოიყურებოდა.
რუგანი შ.გ – მან ბოლო წუთები ითამაშა, სეზონის ბოლო მატჩი.
დე ლიხტი 6.5 – ბონუჩიზე უკეთესი, ყველაფერი მოიგერია, რაც მის ზონაში ხდებოდა. აზმუნის გოლის დროს კი იდეალური არ იყო.
ალექს სანდრო 6 – თითქოს დაღლილია, საშინაო დავალებით შემოიფარგლა.
კიეზა 7.5 – ნებისმიერ შემთხვევაში მუდმივად სახიფათოა, პენალტი მოიპოვა და ეს გადამწყვეტი მომენტი იყო. მესამე გოლი პირადად მისია და როგორც ლიდერმა ეს ჯილდოს სახით დაიმსახურა.
მაკკენი 7 – თავდაჯერება და ფიზიკური კონდიციები დაიბრუნა. ხარიხამ ფანტასტიკური გოლის გატანაში ხელი შეუშალა.
ლოკატელი 6.5 – მაშინაც კი, როცა არ გამოირჩევა, ის ნახევარდაცვაში ყოველთვის საუკეთესოდ გამოიყურება.
არტური შ.გ – ბრაზილიელმა მხოლოდ ბოლო წუთები ითამაშა.
ბერნარდესკი 6 – თავიდანვე შეეძლო გატანა და ორი მეტრიდან რეალური მომენტი გაანიავა. კარგად ითამაშა და თავისი წვლილი შეიტანა, მათ შორის საგოლე პასით.
რაბიო შ.გ – ფრანგმა ბოლო 10 წუთი გაატარა მოედანზე.
დიბალა 8 – ჯერ ბურთი ძელს მოარტყა (მესამე მატჩში მესამედ) და შემდეგ ანგარიში გახსნა, რაც მისთვის „იუვეში“ 105-ე გოლი იყო, ჯონ ჩარლზს გაუტოლდა და მიშელ პლატინის გადაუსწრო, რომელსაც გოლი მიუძღვნა. „იუვეს“ ლიდერი ისაა. ამჯერად გაუმართლა, როცა მსაჯმა პენალტი გაამეორებინა, ბოლოს მორატას საგოლე პასიც გაუკეთა.
კულუშევსკი შ.გ – შვედმა ბოლო წუთები ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.
მორატა 6.5 – კრიზისში, მოედანზე ხეტიალი. თავიდანვე კარგი შანსი მიიღო და არაზუსტად დაარტყა. თუმცა, მან მოიპოვა ბურთი, საიდანაც დაიწყო პენალტის ეპიზოდის შეტევა და ბოლოს გოლიც გაიტანა, ბოლოს და ბოლოს, დამსახურებულად.
ალეგრი 7 – „იუვე“ არ არის გამოჯანმრთელებული, თუმცა გამარჯვება მოიპოვა და მერვედფინალში ორი ტურით ადრე გავიდა. ეს ასეთ დროს ბევრს ნიშნავს.