ტურინის „იუვენტუსს“ „კალიარის“ მარჯვენა მცველი რაულ ბელანოვა დაიკავშირეს. რომეო აგრესტის ინფორმაციით, „ბებერი ქალბატონის“ ხელმძღვანელობა 21 წლის ფეხბურთელის ყიდვას ზაფხულში აპირებს.
ბელანოვა „ბორდოს“ საკუთრებაა და სარდინიულ გუნდში იჯარით თამაშობს. მან მიმდინარე სეზონში 21 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.
იტალიელი მცველი კარგ სეზონს ატარებს და წყაროს თანახმად, ტურინელები მას ყურადღებით აკვირდებიან, ხოლო ზაფხულში მის შესაძენად ქმედით ნაბიჯსაც გადადგამენ. ნიჭიერი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 8-9 მილიონი ევროა.
რაულ ბელანოვა „მილანის“ აკადემიის აღზრდილია, თუმცა გუნდი 2019 წელს დატოვა. „ბორდოსა“ და „კალიარის“ გარდა, მას „პესკარაშიც“ უთამაშია.