ტურინის „იუვენტუსი“ ევროპა ლიგის ნახევარფინალში გავიდა. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა ლისაბონის „სპორტინგთან“ 1 კვირის წინ მოპოვებული უპირატესობა (1:0) სტუმრად შეინარჩუნა.
ალეგრის გუნდმა სწრაფადვე, მეცხრე წუთზე გაიტანა, როდესაც თავი ადრიენ რაბიომ გამოიჩინა. ეს უკვე ორბურთიან უპირატესობას ნიშნავდა. მალევე რაბიომ საჯარიმოში თამაშის წესი დაარღვია და პენალტი დაინიშნა, რომელიც პორტუგალიელებმა გაიტანეს.
თამაში ისევ დაიძაბა, მაგრამ დარჩენილ 70 წუთში იტალიურმა გრანდმა ეს ანგარიში შეინარჩუნა, შესაბამისად, ორი მატჩის ჯამში 2:1 მოიგო და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
„იუვენტუსი“ მომდევნო ეტაპზე „სევილიას“ შეხვდება, რომელიც ევროპა ლიგაზე ყველაზე წარმატებული გუნდია, თანაც ესპანელებმა „მანჩესტერ იუნაიტედი“ ორი მატჩის ჯამში 5:2 დაამარცხეს.
პირველი მატჩი 11 მაისს ტურინში, ხოლო საპასუხო 18 მაისს სევილიაში გაიმართება.
„სპორტინგი“ – „იუვენტუსი“ 1:1 (1:1) – ორი მატჩის ჯამში: 1:2
გოლები: 0:1 რაბიო (9), 1:1 ედვარდსი (21, პენ)